Tuesday, May 12, 2015

ტრენინგის IX დღე


ტრენინგის  მე-9 დღეს დავასრულეთ  " ინტელის სასწავლო კურსი "-ის შესწავლა.
ძალიან საინტერესო ,ნაყოფიერი და ტექნიკური ელემენტებით გამდიდრებული სამუშაო დღეები იყო.
1.გამეორება
2.პროექტის პრეზენტაცია
3მუშაობა ბლოგზე ვიდეოს და ალბომის ჩასმა
4ტრენინგის შეჯამება.
ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი პროექტის სისრულეში მოყვანას.ვისწავლეთ პიკასო პროგრამა,რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ბლოგზე განვათავსოთ ვიდეო მასალა.
შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას ვხედავ ჩემს სამომავლო პედაგოგიურ საქმიანობაში,რომლის საშუალებითაც შევძლებ უფრო საინტერესო და თვალსაჩინო გავხადო ჩემი გაკვეთილები.

Sunday, May 10, 2015

ტრენინგის VIII დღე


1. გამეორება.
2.ფასილიტაციის რესურსების შექმნა.
3.პორტფოლიოს გადახედვა.
4.პორტფოლიოს ატვირთვა.
5.რეფლექსია

მეცადინეობა დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.შემდეგ გავეცანით
ფასილიტაციას,როგორც რესურსს და პრაქტიკულად შევქმენით ჩვენი 
პროექტის ფასილიტაციის რესურსი.გადავხედეთ და გავასუფთავეთ ჩვენი პორტფოლიო.შემდეგ გადავიტანეთ "დრაივ"-ში და სიის გაჯეტით ავტვირთეთ ბლოგზე.
ძალიან საინტერესო,შრომატევადი და დაძაბული დღე გვქონდა.
შევისწავლეთ ძალიან აუცილებელი და საჭირო მასალა,თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ ამ მასალის განმტკიცებას ხანგრძლივი

პრაქტიკული მეცადინეობა სჭირდება. მადლობა ჩვენს ტრენერს.

Saturday, May 9, 2015

ტრენინგის მე- VII დღე

1.გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით
3.მუშაობა ბლოგში HTML  გაჯეტი
4.პროექტის გეგმაზე მუშაობა
 დღეს რტენინგის მეშვიდე დღეს დავიწყეთ ისევ გავლილი მასალის გამეორება და გადავედით ახალ მასალაზე
  მივიღეთ მითითებები ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით შევადგინოთ დავალებები და მივცეთ მითითებები მოსწავლეებს.ტრენინგზე გავაკეთეთ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის შევადგინეთ რამოდენიმე შესაბამისი დავალება და შევინახეთ დამხმარე მასალაში,შემდეგ გადავედით გეგმის შევსებაზე.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა და გადავედით სასწავლო პროცედურების გრაფის შევსებაზე. 

   თითქმის 1 საათი დასჭირდა გეგმის შევსებას,ფაქტიურად გეგმა თითქმის მზადაა.დამთავვრდა ტრენინგის კიდევ ერთი სასიამოვნო და ნაყოფიერი დღე.

Sunday, May 3, 2015

მე VI დღე

 ტრენინგის დღევანდელი  დღეც დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით, რითაც  განვიმტკიცეთ წინა  დღეს ნასწავლი-საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები,კომენტარები ბლოგზე და ბლოგში მუშაობა, სურათის ჩასმა და შეცვლა,ბლოგის წაშლა
დღეს შევისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაცია,გადავხედეთ გეგმებს გზამკვლევით,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია.ვისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა და მათი გამოყენება პროექტის დაწერის დროს. ვისწავლეთ დიაგრამების გაკეთება და პროცენტის ჩაწერა.
       ნასწავლი გამოგვადგება ჩვენს  ყოველდღიურ მუშაობაში,  რათა ჩვენს მოსწავლეებს
განუვითაროთ   21-  საუკუნის უნარ-ჩვევები.


Saturday, May 2, 2015

ტრენინგის V დღე

ტრენინგის მეხუთე დღე იყო ძალიან საინტერესო ნა ნაყოფიერი.
1.გავეცანით თუ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები და მივუთითოთ ჩვენს მიერ გამოყენებული  ლიტერატურა.
2.ვიმუშავეთ ბლოგში სადაც კოლეგებს დავუწერწთ კომენტარები.
3.ბლოგში შევქმენით მოსწავლის ნიმუში
4.ვისწავლეთ ბლოგის გაჯეტები .სურათის ,გამოკითხვის გვერდების შექმნა.

Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მე-IV დღე

როგორც წინა დღეებში ტრენინგი  ჩვეულებრივ დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით .მოგახსენებთ ,რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.
1.გავეცანით დღის წესრიგს და გადავედითპროექტის გეგმაში შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობაზე და ვიმუშავეთ მასზე.
2.დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
3.ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე ,
4.ბლოგში ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა,სათაურის შეცვლა და ბლოგის წაშლა და აღდგენა.

Friday, April 24, 2015

ტრენინგის III დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ გავლილი მასალა და გავიმეორეთ თავიდან.
შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა ,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის გეგმაზე .
ვისწავლეთ :

  1. სტანდარტის დადგენა
  2. მიზნის განსაზღვრა
  3. მიმართულების მიმცემი კითხვები