Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მე-IV დღე

როგორც წინა დღეებში ტრენინგი  ჩვეულებრივ დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით .მოგახსენებთ ,რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.
1.გავეცანით დღის წესრიგს და გადავედითპროექტის გეგმაში შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობაზე და ვიმუშავეთ მასზე.
2.დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
3.ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე ,
4.ბლოგში ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა,სათაურის შეცვლა და ბლოგის წაშლა და აღდგენა.

Friday, April 24, 2015

ტრენინგის III დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ გავლილი მასალა და გავიმეორეთ თავიდან.
შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა ,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის გეგმაზე .
ვისწავლეთ :

  1. სტანდარტის დადგენა
  2. მიზნის განსაზღვრა
  3. მიმართულების მიმცემი კითხვები

Sunday, April 19, 2015

ტრენინგის II დღე

                                                         
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საინტერესოდ.ჩვენ მოვიფიქრეთ და  გავუზიარეთ ერთმანეთს ,თუ რა პროექტზე დავიწყებთ მუშაობას და როგორ ვაპირებთ მის განხორციელებას.გავიხსენეთ და გავიმეორეთ პირველი დღის გავლილი მასალა.                      ქალბატონმა ქეთიმ გვასწავლა სარეკლამო ბუკლეტის დამზადება,რომელიც გამოგვადგება ჩვენი პროექტის დასაწყებად.ბუკლეტის მოსამზადებლად გავიხსენეთ WORD-ის ინსტრუმენტები და დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი.ძალიან მომეწონა ბუკლეტზე მუშაობა. ვფიქრობ ,რომ ერთ-ერთი კარგი საშუალებაა მსმენელის სდასაინტერესებლად.

Saturday, April 18, 2015

ტრენინგის I დღე

ტრენინგის პირველ დღეს ქალბატონმა ქეთიმ დაგვახვედრა კარგი და თბილი გარემო.გავეცანით ერთმანეთს და ვისაუბრეთ, თუ რა გამოცდილება გვქონდა პროექტებზე მუშაობასთან.შემდეგ გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსი რას მოიცავდა.გავეცანით აგრეთვე გზამკვლევს.შევქმენით  პორთფოლიოს საქაღალდე და მასში შევინახეთ:პორტფოლიოს ჩეკლისტი,პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა მასალები.
გავეცანით კურსის რესურსებს ,მაგალითად  21-საუკუნის უნარ-ჩვევები ,რომელიც ძალიან მომეწონა როგორც პროექტზე მუშაობისას ასევე საგაკვეთილო პროცესის გამოყენებისათვის.
შევქმენით ჩვენი ბლოგი,სადაც როგორც ტრენერმა გვითხრა მთელი ტრენინგის განმავლობაში შეგვიძლია განვათავსოთ ჩვენი რეფლექსია.